ექსკლუზიურად მოპოვებული ფოტო: ვინ არის მამაკაცი, რომლის შიშით სოფელი კუმისი დაცარიელდა
ყურადღება! ფოტო დაფარულია და მას რედაქცია სრულად ვერ აჩვენებს მაყურებელს უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის ვალდებულების და ამ ადამიანთან შესაძლო ანგარიშსწორების საფრთხის გამო.
დაკეტილი სახლები და შეშინებული სოფლის მოსახლეობა. ის, რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხდება, შეიძლება რომელიმე ჰოლივუდური ფანტასტიკური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ბოლო ორი კვირაა სოფელ კუმისის მოსახლეობას ღამით მოსვენება დაკარგული აქვს. აქაურების მყუდროებას ღამის საათებში დაუდგენელი პიროვნება არღვევს. ეს დაუდგენელი პიროვნება კი, როგორ ადგილობრივები ამბობენ, უცნაურად შემოსილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ღამის საათებში ეზოებში იპარება, კარ-ფანჯრებს ჩხაპნის და უცნაურ ხმებს გამოსცემს. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა. მოსახლეობა პანიკაშია.
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი