"ინტერპრესნიუსის" ორი ახალი, ინოვაციური პროექტი - რას სთავაზობს ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მომხმარებელს
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ორი ახალი პროექტი წარადგინა. "ინტერპრესნიუსის“ მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა.
"პალიტრა მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე "ინტერპრესნიუსის" მომხმარებლისთვის.
"ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაცია კი მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ გაეცნოს სააგენტოს სიახლეებს, არამედ გამოიწეროს მისთვის საინტერესო სიახლეები და მიიღოს შეტყობინების სახით, შეცვალოს რუბრიკების თანმიმდევრობა შეხედულებისამებრ, გაეცნოს სააგენტოს ფოტო და ვიდეოგალერეებს. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციაში ინტეგრირებულია ბიზნეს პორტალი bpn.ge და შესაძლებელია ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირი ეთერის ყურებაც.
პროექტების პრეზენტაციას პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.