loader

შოკისმომგვრელი ფაქტი თეთრიწყაროში: ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი ფაქტი თეთრიწყაროში: ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა (+18)

საზარელი ფაქტი თეთრიწყაროში - მამაკაცმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი, რომელიც მომხდარს შეესწრო, მოკლა. შოკისმომგვრელი ფაქტი სოფელ ხაიშში მოხდა. მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ამის შესახებ "ინტერპტრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
საქმე ეხება 10 ივლისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.