ე.წ. "კანონიერი ქურდის" შაქრო კალაშოვის დაკავების პირველი კადრები
რუსეთის შინაგან სამინისტრო მოსკოვში კანონიერი ქურდის, ზაქარია კალაშოვის, იგივე Шакро Молодой-ს დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს. ოპერატიულ კადრებში ასახულია, თუ როგორ ეწინააღმდეგება კრიმინალური ავტორიტეტი ძალოვნებს. სპეცოპერაციისას ის ვიდეოკამერების გამორთვას მოითხოვდა. მოსკოვის გარეუბანში მდებარე მდიდრულ სახლში ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ორი პისტოლეტი და Ф-1-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს. ზაქარია კალაშოვის დაკავების ოპერაცია მის სახლში 11 ივლისს ჩატარდა, მას ბრალად მოსკოვში მდებარე რესტორან "ელემენტის" მეპატრონისგან დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა ედება. რუსული მედია მიუთითებს, რომ გასული წლის 14 დეკემბერს ამავე რესტორანთან 10 მამაკაცისგან შემდგარმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავდასხმა მოაწყო. ორმხრივი სროლის შედეგად საავადმყოფოში 5 დაჭრილი გადაიყვანეს , მათგან ორი გარდაიცვალა.