რუსული "კალაშნიკოვი" საქართველოში დაბრუნდა - კადრები მაღაზიიდან, სადაც რუსეთიდან შემოტანილი იარაღი იყიდება
რუსულმა კომპანია "კალაშნიკოვმა" საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა განაცხადა. ვლადიმერ დმიტრიევის განცხადებით "კალაშნიკოვმა" თბილისში მდებარე მაღაზია "კალიბრში" ე.წ. "ბრენდ-ზონა" გახსნა, რომელიც პირველია რუსეთის საზღვრებს გარეთ. "კალაშნიკოვის" ხელმძღვანელობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდების მოცულობის გაზრდას გეგმავს. "კალიბრში" ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადეს, რომ მათთან წარმოდგენილი რუსული იარაღი არა საბრძოლო, არამედ სანადირო ტიპისაა.