loader

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ახალგაზრდა დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ბეთხან ტოხოსაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავის უფროს ძმასთან ერთად სირიაში ორი წლის წინ გაემგზავრა.
"ხალხი ერიდება ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 25 წლამდე ასაკის იყო და ცოლი ჰყავდა. ორი წელი მაინც არის, რაც სირიაში წავიდა. მის ძმაზეც ამბობენ, იქ არისო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. წუხელ გარდაცვლილა დაბომბვის დროს, როგორც ამბობენ. ფაქტი დასტურდება, რადგან ოჯახი სამძიმარს იღებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა.