loader

შევარდნაძის დროინდელი მინისტრი შესაძლოა, უწყების სათავეში დაბრუნდეს - ბაკურ გულუა "ოცნების" სიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შევარდნაძის დროინდელი მინისტრი შესაძლოა, უწყების სათავეში დაბრუნდეს - ბაკურ გულუა "ოცნების" სიაში

ბაკურ გულუა პოლიტიკაში ბრუნდება. ედუარდ შევარდნაძის დროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნება. მმართველი ძალის მიერ შემოთავაზების ფაქტი გულუამ "კვირის პალიტრას" დაუდასტურა. მისი თქმით,  კენჭისყრას სამეგრელოს რეგიონში აპირებს, სადაც გამოკითხვის თანახმად, პირველ ხუთეულში მოხვდა. კითხვაზე, აპირებს თუ არა გულუა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაბრუნებას, მან ასე უპასუხა: "ჩემი სამინისტროში დაბრუნების საკითხი არ დგას, თუმცა უარს არაფერზე ვამბობ".