loader

28 ტყვიით დაცხრილული სერჟანტ შავაძის სხეული - საზარელი კადრები, რომელიც სტრასბურგში გააგზავნეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

28 ტყვიით დაცხრილული სერჟანტ შავაძის სხეული - საზარელი კადრები, რომელიც სტრასბურგში გააგზავნეს (+18)

მოარიდეთ ეკრანს ბავშვები! როინ შავაძის 28 ტყვიით სასტიკი მკვლელობისთვის პასუხისგბაში ჯერ არავინ მიუციათ. სერჟანტი შავაძე 2008 წლის ომის დამთავრების მეორე დღეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ქუჩაში აიყვანეს. ოფიციალური ვერსიით, დაკავებული აჭარიდან თბილისში გადაჰყავდათ, რა დროსაც გაქცევა და სამართალდამცველებისთვის სროლა სცადა. ამ დრო 30-მდე სპეცრაზმელი მას 28 ტყვიით გაუსწორდა.

ოჯახმა სერჟანტ შავაძის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი კადრები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სტრასბურგმა სერჟანტი შავაძე წამების კიდევ ერთ მსხვერპლად აღიაროს.

8 წლის წინ მოკლული სერჟანტ როინ შავაძის საქმის ახალი გარემოებებით "იმედის დრო" დაინტერესდა.