"იმათაც უნდათ სახლში რაღაც შეიტანონ, ამიტომ გამოუყავით ადგილი" - გოგოლის ქუჩის მცხოვრებლები პროსტიტუციას აპროტესტებენ
სადგურის მოედნის მიმდებარედ, გოგოლის ქუჩის მცხოვრებლებმა პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია გამართაეს. ისინი გოგოლის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.
როგორც მოსახლეობამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა, გოგოლის ქუჩა და გოგოლის ქუჩაზე არსებული სასტუმროები გადაქცეულია საროსკიპოებად. ღამით იქ თავს იყრის მთვრალი ხალხი, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ასეთი ვითარება ამ ქუჩაზე დაახლოებით 25 წელია, რაც გრძელდება, თუმცა, სამართალდამცველ უწყებებს რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. მოსახლეობა საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთკვირიან ვადას აძლევს გოგოლის ქუჩაზე პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.
საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს. როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.
გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ასევე იმყოფებოდა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე.