"ჩემი კითხვა" - სტუმარი: ალექსანდრე ჯეჯელავა
PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. 8 ივლისის გადაცემის სტუმარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.