loader

გარე ვაჭრობის აკრძალვა შერჩევით - მოვაჭრეებს უკვე ოთხი დღეა, რიყის პარკის ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზების საშუალება არ ეძლევათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარე ვაჭრობის აკრძალვა შერჩევით - მოვაჭრეებს უკვე ოთხი დღეა, რიყის პარკის ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზების საშუალება არ ეძლევათ

გარე ვაჭრობის აკრძალვა შერჩევით - მოვაჭრეებს უკვე ოთხი დღეა, რიყის პარკის ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზების საშუალება არ ეძლევათ. მოვაჭრეების განცხადებით, მერიაში აკრძალვის მიზეზებს არ აკონკრეტებენ, ადგილზე ვაჭრობას კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მერიას რიყის პარკის ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესები ჰქონდეს. თბილისის მერიაში კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რიყეზე გარე ვაჭრობის აკრძალვა ადგილის ტურისტულ მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ინტერესებს უკავშირდება.