არეულობის გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ. აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის დე ფაქტო მინისტრი ავთანდილ გარცკია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ სოხუმში მომხდარი არეულობის გამო ბევრ სასტუმროში ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და სამშობლოში ბრუნდებიან.
5 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის, ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოვდნენ, უწყებაზე შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.