რატომ დაიბარეს რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკრებულოში ფრაქციის - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე უწყებაში დაიბარა. ბერაძე "ოცნების" მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს. უწყებაში ასევე დაბარებულია ორგანიზაცია "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ხელმძღვანელი ქეთევან ბარათელი. რიმა ბერაძე ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ საქველმოქმედო ღონისძიების გამართვა მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ვალი იყო.