სააკაშვილს ე.წ. კანონიერმა ქურდმა დაჯავშნილი, 234 000 დოლარად ღირებული ავტომობილი მოჰპარა
კიევში დაჯავშნილი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" გაიტაცეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება და რუსული ინტერნეტგამოცემები უკრაინის ყოფილ იუსტიციის მინისტრზე, ელენა ლუკაშზე დაყრდნობით წერენ.
ლუკაშმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "სააკაშვილს ახალი პოლიციის ერთი წლის იუბილე მიულოცეს. დღეს კიევში მისი დაჯავშნილი Toyota Land Cruiser-ი გაიტაცეს. გილოცავ, მიხო! არაჩვეულებრივი რეფორმაა " - წერს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი "ფეისბუქზე".
korrespondent.net-ის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის 6 მილიონ გრივნად ღირებული (დაახლოებით 234 000 დოლარი) ავტომობილი ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებამ გაიტაცა, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდი, 43 წლის სერგო (გუგა) ღლონტი მეთაურობს. თავად ღლონტი ამჟამად ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ის რამდენიმე კვირის წინ დააკავეს კიევში. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სერგო ღლონტი რამდენჯერმეა ნასამართლევი ყალბი დოკუმენტების დამზადების და ნარკოტიკული საშუალებების საქმეების გამო.
ასევე ნახეთ| სააკაშვილი კიევში ძვირად ღირებული "მერსედესით" და ქართული ნომრით, რომლის კომბინაცია ძალიან საინტერესოა