loader

ჩეჩენი "ბოევიკების" კოდორში შემოყვანას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეჩენი "ბოევიკების" კოდორში შემოყვანას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

2004 წელს ოქრუაშვილმა ჩეჩენი ეროვნების მებრძოლები ცხინვალში გამოიყენა და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მომსწრე არიან იმისა, რომ ეს ჩეჩნები ქართულ და ოსურ მხარეს ერთნაირად ესროდნენ, - განაცხადა პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას.

ემზარ კვიციანის თქმით, 2015 წელს პროკურატურამ წარმოუდგინა ვიდეოფირები, სადაც მან ორ ჩეჩენ "ბოევიკს" შორის ახმედ ჩატაევი ამოიცნო.

ემზარ კვიციანის თქმით, წინა ხელისუფლება ამ მებრძოლებს პერიოდულად საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.

რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც კვიციანმა განაცხადა, ჩეჩენი "ბოევიკების" კოდორში შეყვანას ირაკლი ალასანია კურირებდა.