loader

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ჯონ კერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ჯონ კერი

საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი - განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ჯონ კერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში. მისივე განმარტებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია განგრძობადი პროცესია და ნამდვილად დადგება დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება.