loader

ISIS პანკისის ჯამაათს ემუქრება - რას ჰყვება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი "ისლამური სახელმწიფოდან" გამოგზავნილი ჩანაწერებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS პანკისის ჯამაათს ემუქრება - რას ჰყვება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი "ისლამური სახელმწიფოდან" გამოგზავნილი ჩანაწერებზე

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. საქმე "კვირის პალიტრაში" გუშინ გამოქვეყნებულ სტატიას ეხება, სადაც საუბარი ISIS-ის წევრების მხრიდან პანკისის "ჯამაათის" მიმართ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს შეეხება.
როგორც ნინო ბურჭულაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, აუდიოჩანაწერი ექსკლუზიურად მოიპოვა. მისივე თქმით, ჩანაწერი ხანგრძლივია, სადაც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ იუსტიციის მინისტრი და თარხან ბათირაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, ამჟამად კი ერთ-ერთი დაჯგუფების საველე მეთაური ფიგურირებენ.