კურორტი "გოდერძი" ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება
სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი", რომელმაც რამდენიმე თვის წინ ზამთრის სეზონს პირველად უმასპინძლა, უკვე მზადაა ზაფხულისთვის. მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტი ერთ-ერთია, სადაც ოთხსეზონიანი ინფრასტრუქტურა ვითარდება. კურორტზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთის კურორტების განვითარების კომპანია დამსვენებელს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს.