რამდენი ხმით მოუგო გიგი წერეთელს კრისტინა მუტონენმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი - 73-მა.
ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.