სულხან მოლაშვილის მამას ბანკი ბინას ართმევს - დათო ოქიტაშვილი
სულხან მოლაშვილის მამას ბინა ბანკში ჰქონია ჩადებული და ბანკი ართმევს ამ ბინას, - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ სულხანის სიცოცხლე გადაერჩინა.