"მილიონებს მთხოვენ, ანდა შვილს მოგიკლავთო" - რას ჰყვება ბასილ მკალავიშვილი სულხან მოლაშვილზე
სულხან მოლაშვილმა მაჩვენა ნაწამები სხეული და მითხრა: სააკაშვილი რასაც დამპირდა, ამისრულაო, - ეს განცხადება მამა ბასილ მკალავიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა. როგორც ბასილ მკალავიშვილმა მაყურებელს უამბო , სააკაშვილი მოლაშვილს მილიონებს სთხოვდა, "თუ არადა, შვილს მომიკლავენო ". მკალავიშვილის თქმით, ციხეში ექიმები მას "სისტემატიურად აძლევდნენ რაღაც წამლებს და ნარკოტიკებს".