ტერორიზმის ბრალდებით ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე დააკავა - რაშია ეჭვმიტანილი გიორგი გიუნაშვილი?
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
დაკავებულია სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან "იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. "თავდაცვის ჯგუფში".
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.
"ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.