"იმედისა" და 7 ნოემბრის დარბევის საქმე - რა ჩვენებები მისცეს უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და 7 ნოემბრის დარბევის საქმის განხილვა გრძელდება. მოწმის სტატუსით დღეს ლევან ყუბანეიშვილი და იმედის მაშინდელი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი დაიკითხნენ. მათ 9 წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენეს. დასახელდნენ ის ყოფილი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც 2007 წელს ჟურნალისტების გადაბირებას ცდილობდნენ. გარდა ამისა ბიძინა ბარათაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 500 მილიონ დოლარად იმედის გასხვისება ან რკინიგზაში გაცვლა შესთავაზეს, რაზეც მოგვიანებით "იმედის" დამფუძნებელმა უარი განაცხადა.