"მუხლებზე მიდევს სახარება, კამერამ რომ არ დაინახოს" - მაგდა პაპიძის საყვედური და მიმართვა მედიას
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მოთხოვნით, სასამართლო პროცესი დაიხურა. პაპიძის განცხადებით, მედია პროცესებს არასწორად აშუქებს, რაც გავლენას მსაჯულებზე ახდენს. როგორც განსასჯელმა განაცხადა, დღეს მისი სიცოცხლის საკითხი წყდება და არავის მისცემს საშუალებას, მსაჯულები მართოს. მოსამართლემ სხდომა პირადი ცხოვრების უფლების არგუმენტით დახურა. მაგდა პაპიძეს ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოუტანენ. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგება.