ყუთი, რომელიც საჭმელს თავისით აცხელებს
მათთვის, ვისაც სამსახურში არ აქვს მიკროტალღური ღუმელი და ხშირად უწევს ცივი სადილის მირთმევა ან სწრაფი კვების ობიექტს მიმართავს, უკვე არსებობს გამოსავალი. ახალგაზრდა გენეტიკოსმა გამოიგონა საჭმლის ინოვაციური ყუთი, სახელად Ember, რომელსაც შეუძლია მასში მოთავსებული საკვების დამოუკიდებლად გათბობა, გაცხელება, ყოველგვარი გაზქურის ან ღუმელის გარეშე.
როგორც იდეის ავტორი ამბობს, მისი გამოყენება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, რადგან მისი თან წაღება ყველგან შეიძლება, ოფისში თუ ლაშქრობაში. გარდა ამისა, სურვილისამებრ, Ember-ს შეუძლია შეინახოს თქვენი საკვები გრილად ან პირიქით, თბილად. საჭმლის ყუთს მოჰყვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისი მართვა და კერძის გასაცხელებლად დროის წინასწარ დაგეგმვა.