loader

ჭკვიანი სათვალე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭკვიანი სათვალე

სპორტსმენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და შესაფერის აღჭურვილობას. სწორედ ამ მიზნით მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური სათვალე, სახელად Solos-ი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ ათლეტებისთვის, არამედ რიგითი ადამიანებისთვისაც, ვინც ველოსიპედს ხშირად იყენებს, როგორც გადაადგილების, ასევე განტვირთის საშუალებად. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სათვალე, რომელსაც გააჩნია ვირტუალური რეალობა. ის ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება ნებისმიერ ტექნიკასა და თქვენს ტელეფონს და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იმართება. ის აფიქსირებს, თუ რა სიჩქარით გადაადგილდებით, ითვლის დამწვარ კალორიებს, აღრიცხავს გავლილ მანძილს, დაშორებასა და სიმაღლეს ზღვის დონიდან. ასევე, ის ზომავს გულისცემას და გაწვდით დეტალურ ინფორმაციას. რაც მთავარია, თქვენ არ გიწევთ ტელეფონის ჯიბიდან ამოღება ინფორმაციის მისაღებად, რადგან ყველაფერი თქვენი ვირტუალური სათვალის ეკრანზე გამოისახება. გარდა ამისა, იდეის ავტორების თქმით, სათვალეში ჩამონტაჟებულია ყურსასმენები. შესაბამისად, ველოსიპედით გადაადგილებისას თქვენ ჯიბიდან ამოუღებლად შეგიძლიათ უპასუხოთ ზარებს და თავიდან აიცილოთ სახიფათო ავარიული შემთხვევები.

ასევე იხილეთ: სოფლიოში პირველი წყლის სათვალე მასაჟორი

ირტუალური რეალობის სათვალე ინტეგრირებული ყურსასმენებით