ბათუმში მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა და ორი მამაკაცი დაშავდა
ბათუმში ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. დაზარალებულები მუშები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც მშენებლობის დროს უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მრავალსართულიან კორპუსს ბათუმში, სადაც ინციდენტი მოხდა, კომპანია "დე-ეს გრუპი" აშენებს.