loader

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა: იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა: იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება?

სრულიად უხმაურო ვითარებაში საქალაქო სასამართლოში, ყოფილი უშიშროების მინისტრის და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილის, იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დაიწყო, ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსისთვის" გახდა ცნობილი. როგორც გადაცემა "360 გრადუსს" აცნობეს, საქმე ეხება 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტს, რომელიც ბრალდების მტკიცებით, იგორ გიორგაძემ და მისმა მომხრეებმა ედუარდ შევარდნაძეს მოუწყვეს. იგორ გიორგაძის უფლებებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატები იცავენ. სწორედ მათ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია და ამ თემასთან დაკავშირებით ისინი მომდევნო გადაცემაში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე კი რამდენიმე საინტერესო დეტალის თქმა შეიძლება: იგორ გიორგაძის საქმეზე მოსალოდნელია, რომ დაიკითხონ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, როგორც ამ საქმის გამომძიებელი და ამჟამინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, როგორც იმ დროს ამ საქმის პროკურორი. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, სასამართლო პროცესი გიორგაძის რეაბილიტაციისკენ მიდის, რაც მას საქართველოში ჩამოსასვლელად და საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის სჭიდება.
გადაცემის წინ ტელეფონით დავუკავშიდით გიგლა აგულაშვილს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა.
TOP.GE