საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა - შსს-ს სპეციალური განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ამასთან დაკავშირებით უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.
"საპატრულო პოლიცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში. სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს", - ნათქვამია განცხადებაში.