რა განრიგით შესრულდება დღეს თურქეთიდან თბილისის მიმართულებით რეისები?
განრიგის მიხედვით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის ბოინგი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 18:10 საათსა და 21:15 საათზე შეასრულებს.
როგორც ცნობილია, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა. სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.
იხილეთ: 50-მდე დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - აფეთქების სერია სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში
ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო დაბინავებაში ეხმარება - გახსნილია ცხელი ხაზი (+90 541) 818 44 00
იყავი პირველი!