დევდორაკის მყინვარი ვერტმფრენით დაათვალიერეს - დარიალის ხეობაში ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს
დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება. პარალელურად, სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი დაათვალიერეს.