loader

Rolls-Royce-ის პირველი ფუტურისტული ავტომობილი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Rolls-Royce-ის პირველი ფუტურისტული ავტომობილი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება

ულტრა-ლუქს ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა ექსტრემალურად ფუტურისტული კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, არის "პირველი ნათელი ხედვის მომავლის ავტო".

სიახლე, სახელწოდებით Vision Next 100, ლონდონის „რაუნდჰაუსის“ ხელოვნების დარბაზში წარმოადგინეს. მისი უცხო დიზაინი მოიცავს 28-ინჩიან უცნაურ საბურავებს, წინა ბორბლების სიახლოვეს საბარგულს, მაკასარის ხის დეტალებით გაფორმებულ ინტერიერს, ორგანულ თაჩ-სქრინიან სამუშაო დაფას, სპილოსძვლისფერ ხალიჩას და აბრეშუმით გადაკრულ სავარძელს. ავტომობილს არ გააჩნია საჭე, ვინაიდან ის სრულიად ავტონომიურად მოძრავი კონცეპტია და აღჭურვილია უამრავი სხვა ტექნოლოგიური ფუნქციით.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე