ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა
ოქროს ფასმა 2014 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსის ღირებულება 1,24%-ით გაიზარდა და ტრუას უნციისთვის 1 311 დოლარი შეადგინა. ოქროს ფასის მატება განპირობებულია დოლარის კურსის დაცემით მსოფლიო ვალუტებთან მიმართებით და მზარდი რისკებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლას უკავშირდება. გაზრდილია ვერცხლის ფასიც.
სავაჭრო სესიაზე ივლისის ფიუჩერსის ღირებულება 1,5%-ით გაიზარდა და უნციისთვის 17,86 დოლარი შეადგინა, რაც 2 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. HSBC-ის ანალიტიკოსის ვარაუდით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის გამო, ოქროს ფასმა შესაძლოა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს და უნციისთვის 1 400 დოლარი შეადგინოს. სპეციალისტების განცხადებით, დაგეგმილი რეფერენდუმი ბაზარზე რისკებსა და გაურკვევლობას ზრდის. როგორც წესი, ასეთ პირობებში ინვესტორები "უსაფრთხო აქტივების", მათ შორის ოქროს შეძენაზე აკეთებენ აქცენტს.