loader

სამი წლის წეროვანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი წლის წეროვანი

ომიდან 3 წლის შემდეგ წეროვანში დღეები სახლებივით ერთფეროვანია, პრობლემებიც 3 წლისწინანდელი.

ქსუნისიდან დევნილ ეკა მძინარიშვილს სხვების მსგავსად ხელისუფლების მიერ მიცემულ კოტეჯში უწევს ცხოვრება. სოციალური პრობლემებით, ოთხსულიან ოჯახზე 102 ლარიანი დახმარებით და საკვები პროდუქტების დეფიციტით...

აქ ზაფხულშიც ზამთრის შიშით ცხოვრობენ: ცივი ოთახები საცხოვრებელთან ერთად სათავსოების ფუნქციასაც ასრულებს:

რითი ცხოვრობენ, რითი ირჩენენ თავს? - კითხვა, რომელიც ამ დასახლების შემხედვარეს აუცილებლად დაგებადებათ. დევნილების საყოფაცხოვრებო არითმეტიკაში ისევ აქაურები გვარკვევენ:

ომის მომდევნო წელს წეროვანში ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტები გაიშვიათდა. აქაურების თქმით, მათ ძირითადად უცხოელ სტუმრებთან ერთად წეროვნის ცენტრში ახალაშენებულ სკოლასთან ხედავენ. თუმცა დევნილებს ფერებსა და არქიტექტურაზე მეტად, საკუთარი საცხოვრებლების სიმაგრე და სახელდახელო გადახურვა აწუხებთ.

"ეს არც სოფელია და არც ქალაქი" - ამბობენ კადრს მიღმა. ინტერვიუზე ახალგაზრდების დათანხმებაც რთულია. თუმცა გაგვიმართლა და გზად მადონა ჯავახიშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი შემოგვხვდა. სად და როგორ ერთობიან წეროვანში მცხოვრები ახალგაზრდები?

მადონას მიერ უდაბნოდ მონათლული წეროვანი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრს ახალ სახლად ექცა და არავინ იცის, კიდევ რამდენ წელს მოუწევთ მათ ლოდინი მშობლიურ სახლებში დასაბრუნებლად.