საპატრულო პოლიცია ოქროს ლიგის გამარჯვებულია
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და "ნატახტარის" გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.