loader

მექსიკელი მედიამაგნატი მეორად სმარტფონებს შეისყიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკელი მედიამაგნატი მეორად სმარტფონებს შეისყიდის

მექსიკელმა მედიამაგნატმა კარლოს სლიმ ელუმ ნახმარი სმარტფონების შეგროვების პროგრამა დაიწყო. პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, რათა მათ განათლების სხვადასხვა რესურსზე თავისუფალი წვდომა შეძლონ. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის მფლობელის განცხადებით, მისი ჰოლდინგი América Móvil სასწავლო საგნებზე უსადენო კავშირს ყველა ასაკის მსურველს უფასოდ მიაწვდის. კომპანია 1-2 წლის ნახმარი, კარგ მდგომარეობაში არსებული ტელეფონების შესყიდვას 500 პესოდ, 26 დოლარად აპირებს. მედიამაგნატის განცხადებით, მას სურს გახსნას მეორადი სმარტფონების ბაზარი, რომელიც სახელმწიფო სკოლებს დაეხმარება. კარლო სლიმ ელუ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.