"ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ვინ იყო მერაბიშვილი" - ბიძინა ივანიშვილი
ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ვინ იყო მერაბიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც უთხრა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პოლიტპატიმრად აღიარა".