loader

შეუდარებელი სოფი ლორენი თბილისშია - მსახიობი დღეს პატრიარქს შეხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეუდარებელი სოფი ლორენი თბილისშია - მსახიობი დღეს პატრიარქს შეხვდება

სოფი ლორენი დღეს პატრიარქს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია პრემიერ-მინისტრთანაც. იტალიელი კინოვარსკვლავი თბილისს გუშინ ეწვია. იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, მისთვის საქართველოში იტალიელი კონოვარსკვლავის მიღება დიდი პატივია. "მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა. ხვალ ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" მსოფლიო პრემიერას გამართავს. სპექტაკლს კი სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს. ღონისძიებას 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება.