loader

ხელზე ბასრი საგნით ჭრილობის მიყენება წვევამდელისთვის უარყოფითი დასკვნისთვის - კასპის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ქრთამისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელზე ბასრი საგნით ჭრილობის მიყენება წვევამდელისთვის უარყოფითი დასკვნისთვის - კასპის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ქრთამისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ შაქარაშვილი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამედიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ. ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად. თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა.