loader

"ყოველთვის "ნაციონალების" "შნირი" იყავი" - დაპირისპირება დავით ბერძენიშვილსა და გიორგი ახვლედიანს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველთვის "ნაციონალების" "შნირი" იყავი" - დაპირისპირება დავით ბერძენიშვილსა და გიორგი ახვლედიანს შორის

ხმაური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. წინასაარჩევნო პერიოდში უფასო საეთერო დროის შესახებ ინიცირებული პროექტის გამო ერთმანეთს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და ცვლილებების ინიციატორი "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი ცვლილებებით უფასო სარეკლამო დრო ყველა იმ კვალიფიციურ სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით კი თუკი სადღეისოდ უფასო სარეკლამო დრო 5 კვალიფიციურ სუბიექტზე ნაწილდება, ცვლილებების მიღების შემთხვევაში 11 პარტიაზე გადანაწილდება. სწორედ ამას აპროტესტებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებმაც ვახტანგ ხმალაძე მათთვის განკუთვნილი სარეკლამო დროის წართმევაში დაადანაშაულეს.