loader

როგორ მოვამზადოთ სახლში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კეტჩუპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოვამზადოთ სახლში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კეტჩუპი

ყოველი ჩვენგანი მაცივარში ინახავს რაიმე სოუსს ან კეტჩუპს და ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ისინი კერძს პიკანტურ გემოსა და სიცხარეს მატებს. სუპერმარკეტების თაროებზეც მრავლად ნახავთ კეტჩუპების ნაირსახეობებს სულ სხვადასხვა მწარმოებლისგან, მაგრამ გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა სახლში მოზადებული კეტჩუპი. სწორედ ამიტომ, სანამ მწვადის სეზონი დაიწყება, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი და შინ მარტივად მოსამზადებელი კეტჩუპი, რომელიც ნებისმიერ კერძს მოუხდება.

ინგრედიენტები:

1 ს.კ. ყავისფერი შაქარი;
2. 100 მლ ანადუღარი წყალი;
3. ნახევარი საშუალო ზომის ხახვი;
4. 200 გრ ტომატის პასტა;
5. მეოთხედი ჩ.კ. მარილი, პილპილი და ყველა ის სანელებელი, რომელიც გიყვართ.

დანარჩენი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, ცვრიანი მწვადით ისიამოვნოთ, არ დაგავიწყდეთ ამ გემრიელი კეტჩუპის მომზადებაც, მისი დაგემოვნებით მიღებული შეგრძნებები განუმეორებელი იქნება!