სოფელ ბაზალეთში თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა
სოფელ ბაზალეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "ბესტ გრუპს" საინვესტიციო ვალდებულებით 113 000 ლარად დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში მდებარე 1249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადასცა. უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე