პრობლემები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიებს აქვთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ბიზნესსექტორთან შეხვედრების ფარგლებში, ტენდერებში მონაწილე ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა უწყების ხელმძღვანელს ტენდერებთან დაკაშირებული პრობლემური საკითხები გააცნო. მიმწოდებელი კომპანიები მთავარ პრობლემად ანგარიშსწორების ვადებთან და ჯარიმების მოცულობასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, ბიზნესსექტორის მიერ დასმული საკითხების ნაწილზე შემსყიდველ ორგანიზაციებს უკვე მიეცათ რეკომენდაციები.