ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სოლიდური თანხით დააჯარიმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლიდური მოცულობის თანხით დააჯარიმა. ეროვნულ ბანკში დაჯარიმების მიზეზად მიკროსაფინანსოების მიერ დაშვებულ გადაცდომებს ასახელებენ, თუმცა რა გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და რატომ გამოიყენა საქართველოს მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა ჯარიმის ეს ფორმა, უცნობია. საიდუმლოდ რჩება ასევე ის ორგანიზაციებიც, რომელთა მიმართაც ფინანსური სანქცია განხორციელდა. მაკონტროლებელი უწყების განმარტებით, სანქციების გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტები კონფიდენციალურია, თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, დაჯარიმების მიზეზები გაამჟღავნოს.