loader

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი ქიმიური ხსნარების გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი ქიმიური ხსნარების გარეშე

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი ქიმიური ხსნარების გამოყენების გარეშე? - ჩვენ გასწავლით ერთ ძალიან სასარგებლო მეთოდს. ამისთვის კი თქვენ დაგჭირდებათ:

1 ლიმონი;
პატარა ჯამი;
1/2 ჭიქა წყალი;
ღრუბელი.

გაჭერით ლიმონი შუაზე და ჩააწურეთ მისი წვენი წყლიან ჭურჭელში. ჩართეთ ღუმელი 3 წუთით, სანამ წყალი არ ადუღდება და დატოვეთ ლიმონიანი ჭურჭელი ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოწმინდეთ ღუმელი ღრუბლით. ძლიერ მიმხმარი ჭუჭყის მოსაცილებლად დაასველეთ ღრუბელი ცხელ ლიმონიან წყალში.