პოლიციელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ეკა ბესელიას ნათესავია - დეპუტატის კომენტარი
ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ზურაბ ალანიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს. ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსის პოსტს 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე ალანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას რეკომენდაციით დაინიშნა. ალანია ბესელიას ნათესავია. მათ ნათესაურ კავშირზე ფოთშიც საუბრობენ.
ნახეთ, რას პასუხობს ეკა ბესელია ამ საკითხზე TSpress-ის ჟურნალისტის შეკითხვას.
ასევე იხილეთ: ფოთის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლდა
ნახეთ, რას პასუხობს ეკა ბესელია ამ საკითხზე TSpress-ის ჟურნალისტის შეკითხვას.
ასევე იხილეთ: ფოთის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლდა