loader

ფოთის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლდა

ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ალანიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს. "აღნიშნული პიროვნება დღეიდან აღარ იკავებს თავის თანამდებობას. იგი გადაყვანილია შსს-ს კადრების განკარგულებაში და დარჩება იქ, ვიდრე შსს-ს გენერალური ინსპექცია არ დაასრულებს სამსახურებრივი გადაცდომის შემოწმებას და არ დადებს შესაბამის დასკვნას", - განაცხადეს შსს-ში.

ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსის პოსტს 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

გამოყენებულია livepress-ის მასალა

ასევე იხილეთ: პოლიციელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ეკა ბესელიას ნათესავია - დეპუტატის კომენტარი