ჩვენი საყვარელი სოსო, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით - "გული მწყდება, არავის გახსენებია..."
"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა...
მიხვდით, ალბათ, ეს იმ "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... სოსოს როლის შემსრულებელი მსახიობი რამაზ გიორგობიანი არაერთ პოპულარულ ფილმშია გადაღებული და ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი.
16 აპრილს რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების გარდა, იუბილე არავის გახსენებია (არც კულტურის სამინისტროს, არც კინემატოგრაფისტებს), თუმცა მის დას, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია გაჩეჩილაძეს იმედი მაინც ჰქონდა, რომ რამაზს ვინმე გაიხსენებდა...
იხილეთ ინტერვიუ "ამბებზე"