თამთა ლიპარტელიანი საქართველოში ჩამოასვენეს
ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 აგვისტოს, 03:00 საათზე ჩამოასვენეს.
სტამბოლის ავიარეისს, რომლითაც თამთა ლიპარტელიანი ჩამოასვენეს, აეროპორტში დახვდნენ მამა ავთანდილ ლიპარტელიანი, ოჯახის ახლობლები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 21 წლის გოგონა წუხელვე ქუთაისში გადაასვენეს.
როგორც ჟურნალისტებს ავთანდილ ლიპარტელიანმა განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ცხედარი სწრაფად გადმოესვენებინათ.
"მომიკლეს შვილი და გამომიგზავნეს. საქართველოს მთავრობის მადლობელი ვარ. ყველანაირი დახმარება გამიწიეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ ნორმალურად ჩატარებულიყო პროცედურები. მიცვალებულს ვერ გააცოცხლებდნენ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს", - აღნიშნა ავთანდილ ლიპარტელიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ინგა კიკვაძის განცხადებით, ნორვეგიიდან თბილისამდე ჩამოსვენების ხარჯები ნორვეგიის ხელისუფლებამ დაფარა, თბილისიდან ქუთაისში გადასვენების ხარჯები კი, ქუთაისის მერიამ გაიღო.
"თამთა ლიპარტელიანის იდენტიფიცირების შემდეგ ყველა პროცედურა სწრაფად განხორციელდა. საელჩოს დიდი დახმარება გაუწია ნორვეგიის მხარემ. რამდენიმე დღე დასჭირდა ყველა საბუთის მომზადებას", - განაცხადა კიკვაძემ.
თამთა ლიპარტელიანი 22 ივლისს, კუნძულ უტოიაზე თავდასხმისას დაიღუპა, სადაც 32 წლის ანდერს ბრეივიკმა 84 ადამიანი მოკლა.
თამთა ლიპარტელიანთან ერთად, ნორვეგიაში იმყოფებოდა მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანიც, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.
თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი კუნძულზე ახალგაზრდულ საერთაშორისო ბანაკში იმყოფებოდნენ.
კუნძული უტოია ოსლოდან 32 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკებია. ბანაკი ნორვეგიის მმართველი პარტიის მიერაა მოწყობილი და იქ, ტრადიციულად, 14-18 წლის ასაკის ახალგაზრდები ისვენებენ.