loader

ბურთი კამერა, რომელიც ჰაერში იღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბურთი კამერა, რომელიც ჰაერში იღებს

Panono არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბურთი, რომელსაც შეუძლია მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღება ჰაერში აგდებით. Panono შედგება 36 პატარა ლინზისგან, რომლებიც მისი ჰაერში აგდების და ყველაზე მაღალი წერტილის მიღწევის დროს 360-გრადუსიან კადრებს იღებს. იდეის ავტორის თქმით, მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ბევრი ფოტოს გადაღება, ისე, რომ მისი კამერის მიღმა არაფერი რჩება. მას შეუძლია 108-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღება და შემდეგ მათი ერთ პანორამულ ფოტოდ აკინძვა. კამერის მეხსიერება 16GB-ს შეადგენს და 600 ფოტოს იტევს, თუმცა მას მოჰყვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებით მარტივად შეიძლება მისი ინფორმაციის თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში გადატანა.